+995 32 2 29 00 06
Geo

ASB Georgia

Arbeiter-Samariter-Bund (ASB) launched its operations in Georgia in 1992 in the wake of the country’s first civil war. At that point, the main focus of its activities was to provide humanitarian assistance necessary to improve living conditions of the socially vulnerable and those who were affected by the war. In 1997, after the situation stabilized, ASB withdrew from the country.

In 2010, ASB re-assessed the possibility of becoming engaged in Georgia again, this time focusing on activities to strengthen social services, to support IDP populations, to engage in activities to build resilience and inclusive Disaster Risk Reduction (iDRR), and to support the establishment of the Georgian Samaritan Association (SSK). Today, ASB implements projects in all four ASB core fields of activities and works with different Georgian and international partner organizations. 

Projects

just now @
1 day 23 hours ago ჩეჩნეთის კონფლიქტს გაქცეული გულნაზი მშობლიურ სოფელს, პანკისის ველზე მდებარე დუმასტურს დაუბრუნდა. ამბობს, რომ ფეხმძიმე ქალისთვის ბრძოლის ველთან ასე ახლოს გაჩერება წარმოუდგენელი იყო, ამიტომაც შვილების გაჩენა საქართველოში გადაწყვიტა. ეს ის ეპოქაა, როდესაც დუმასტური ნაყოფიერი მიწებით, იაფი ცხოვრების შესაძლებლობითა და განვითარებული საგანმანათლებლო ინფრაქტრუქტურით იზიდავდა მიმდებარე სოფლების მცხოვრებთ. თუმცა ამ ყველაფრის შემდეგ ბევრი დრო გავიდა და სიტუაციაც საგრძნობლად შეიცვალა... დუმასტურის საგანმანათლებლო სისტემა დღითი დღე უარესდებოდა. გულნაზი განიცდიდა, რომ სოფელში არავინ დარჩა ისეთი, ვინც ახალგაზრდებს სრულფასოვან განათლებას მისცემდა. საგანმანათლებლო დაწესებულებების სავალალო მდგომარეობა და არაფორმალური განათლების მიღების მწირი შესაძლებლობები დუმასტურის ყოველდღიურობის განუყოფელ ნაწილად იქცა. ამ ყველაფერს დაემატა ის ფაქტიც, რომ პანკისში სოციალურად დაუცველი მოსახლეობის რაოდენობამ იმატა. სიღარიბის ზღვარზე მყოფი ოჯახები კი დამატებითი ლიტერატურის, სასკოლო ნივთებისა თუ შვილების თელავში მგზავრობის (სადაც განათლების დონე უფრო მაღალია) ხარჯებს ვერ ფარავდნენ. საკვირაო სკოლა „მაცნე“ პანკისის ველს ნახსენები პრობლემების გადაჭრის საშუალებად მოევლინა. პროექტი სისრულეში გულნაზიმ და მისმა თანამოაზრეებმა ევროკავშირის დაფინანსებით, საქართველოს არბაითერ-სამარიტერ-ბუნდის (ASB) პროექტის ფარგლებში მოიყვანეს. ცენტრი არა მხოლოდ დუმასტურს, არამედ მიმდებარე სოფლებსაც ემსახურება. სოციალური საწარმო 2015 წლიდან ფუნქციონირებს და პანკისელი ახალგაზრდებისთვის ახალ საგანმანათლებლო შესაძლებლობებსა და განვითარებაზე ორიენტირებულ მეგობრულ გარემოს ქმნის.
2 weeks 5 days 17 hours ago მიხეილ ილურიძე (მიშა პაპა) ASB საქართველოს მიერ დაფინანსებული სოციალური საწარმოს ხანდაზმულთა სახლი ,,სახლი საზღვრებს გარეშე" "House Without Borders" ბენეფიციარია. ის თავშესაფრის მუდმივ ბინადართაგან ერთ-ერთია. მიხეილი იხსენებს, რომ თავისივე ხელებით აშენებული სახლის მიტოვების შესახებ გადაწყვეტილების მიღება გაუჭირდა, რადგან ამ კედლებს შუა, მეუღლესთან ერთად, 47 წელიწადი გაატარა. მიხეილი სიცოცხლის ბოლო წუთებამდე ზრუნავდა ლოგინად ჩავარდნილ მეუღლეზე, თუმცა თავად მას მომველი არ გამოუჩნდა. შვილებმა სოფელი დატოვეს, ხოლო მეზობლები საჭირო სიხშირით ვერ ეხმარებოდნენ. გულის დაავადების აღმოჩენის შემდეგ, მიხეილს საკუთარი თავისა და სახლის მოვლა კიდევ უფრო გაუჭირდა. მარტოდ დარჩენილს ექიმის დანიშნულების ზედმიწევნით შესრულება უჭირდა, ვერც რეგულარულ სამედიცინო დახმარებას იღებდა. ნახსენებმა სირთულეებმა მიხეილს ხანდაზმულთა თავშესაფარში საცხოვრებლად გადასვლის გადაწყვეტილება მიაღებინა. დღისთვის მიშა პაპა ხანდაზმულთა თავშესაფრის ცხოვრებაში აქტიურადაა ჩაბმული. ბენეფიციარებსა და სტუმრებს საკუთარი ისტორიებით ართობს და მუდმივად მზადაა გარშემომყოფებს დაეხმაროს. მიხეილი მონაწილეობას იღებს თავშესაფრის ეზოს გალამაზებაში, ესწრება სხვადასხვა ღონისძიებას და სოციალური საწარმოს მეგობრულ გარემოში ატარებს მოხუცებულობის წლებს.
1 month 2 days 18 hours ago რამინი მაჭარაშვილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა არასამთავრობო ორგანიზაციის „ახალგაზრდული ორგანიზაცია - ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის / Changes For Equal Rights“ ერთ-ერთი დამაარსებელია. ის, როგორც ორგანიზაციის წარმომადგენელი, საქართველოს არბაითერ-სამარიტერ-ბუნდის კატასტროფის რისკის შემცირების (DiDRR) ტრენინგს დაესწრო, რომელიც ინკლუზიურ ელემენტსაც მოიცავს. ტრენინგის საშუალებით რამინიმ დაინახა კატასტროფის რისკის შემცირების კუთხით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ცნობიერების ამაღლებისა და მათთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდების აუცილებლობა. აღსანიშნავია, რომ ის ინფორმაციის გადაცემის ამ პროცესში აქტიურად ჩაერთო და ASB საქართველოს წყალობით მიღებულ ცოდნას მცირემასშტაბიანი სწავლებების საშუალებით ავრცელებს. რამინის მიერ ორგანიზებულ ტრენინგებს ესწრებიან როგორც სხვადასხვა სახის შეზღუდვის მქონე პირები, ასევე მათთან დაახლოებული ადამიანები. მსგავსი მიდგომა კი ერთგვარი გარანტიაა იმისა, რომ ბუნებრივი კატასტროფის დროს სპეციალური საჭიროებების მქონე ადამიანები, გარეშემომყოფთა ინფორმირებულობის წყალობით, შესაბამის დახმარებას მიიღებენ და კრიზისულ სიტუაციას წარმატებით გაართმევენ თავს. ASB საქართველოს კატასტროფის რისკის შემცირების პროექტი - „ჩვენ მზად ვართ! - განათლება უსაფრთხოებისთვის კატასტროფის რისკის შემცირება ინკლუზიური მიდგომით“ სამთავრობო და არასამთავრობო სტრუქტურებთან მჭიდრო თანამშრომლობით ხორციელდება. პროექტი დაფინანსებულია ევროპის სამოქალაქო დაცვისა და ჰუმანიტარული დახმარების ოპერაციების გენერალური დირექტორატის მიერ.
1 month 1 week 2 days 20 hours ago სათემო ცენტრი "თაობათა კერა“ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, არტ-თერაპიის კურსის საშუალებით, მოტივაციისა და თვითშეფასების ამაღლებასა და ყოველდღიური უნარების გაუმჯობესებაში ეხმარება. ASB საქართველოს პროექტის „საზოგადოებრივი ორგანიზაციების შესაძლებლობების გაძლიერება სოციალური სერვისების პოლიტიკის დიალოგში წვლილის შეტანისთვის საქართველოსა და უკრაინაში“ ფარგლებში ცენტრის ექსპერტებმა შესასრულებელი სამუშაო ბენეფიციარების შესაძლებლობებს მოარგეს. აღსანიშნავია, რომ პროდუქციისთვის საბოლოო სახის მიცემა გუნდურ მუშაობას საჭიროებდა. შედეგად, არტ-თერაპიის კურსის მონაწილეები ინდივიდუალურ შესაძლებლობებში დარწმუნდნენ და კომუნიკაციური უნარები განივითარეს. გრძელვადიანი გავლენის მოხდენის მიზნით, გადამზადდნენ „თაობათა კერაში“ დასაქმებული ადამიანები, რომელთაც ისწავლეს როგორც ქცევისა და მოვლის სირთულეებთან გამკლავების გზები, ასევე არტ-თერაპიის სეანსების დროს დახმარების მეთოდები. პროექტს ASB საქართველოსთან ერთად ახორციელებენ: საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG) და უკრაინის დამოუკიდებელი პოლიტიკური კვლევების ცენტრი (Ukrainian Center for Independent Political Research). დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.